ავსტრიის დედაქალაქში მისი ხელით შეიქმნა ხინკლის არაერთი ქანდაკება, მოაწყო გამოფენა სახელწოდებით „სადღეგრძელოს მუზეუმი“, გაუმართავს არაერთი შეხვედრა ევროპელთათვის ქართული კულტურის გასაცნობად. რადიო თავისუფლების ყოველკვირეული პროგრამის სტუმარია გიორგი ოქროპირიძე, ვენაში მცხოვრები ქართველი თავისუფალი მხატვარი, მოქანდაკე. გიორგი ოქროპირიძეს ოქროპირ რუხაძე ესაუბრა ლითონის, როგორც მასალის, თავისებურებაზე, რესტავრაციის ფაქიზ ხელოვნებაზე და იმაზე, როგორ იმარჯვებს ავსტრიაში ბიზნესის წინააღმდეგ სამართალი, თუ ხალხი უშიშარია.
-
ოქროპირ რუხაძე
ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.