Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ვაკეთებთ, რომ არ ვიყოთ პოსტსაბჭოთა ქვეყანა?


„უხილავ ფარდაში“ განვაგრძობთ ციკლს უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების შესახებ. ბრნოში, მასარიკის სახელობის უნივერსიტეტში, პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობს სანდრო ტაბატაძე, რომელიც ჩაბმულია პროგრამა „ერაზმუს პლუსში“. მისი კვლევის სფეროა პარტიული პოლიტიკა, პარტიული იდეოლოგიები და პოლიტიკური ქცევა. სანდროს მეორად სპეციალობად განათლების მეცნიერება და პედაგოგიკა აქვს არჩეული. „ანალიტიკურ აზროვნებას ქართული უნივერსიტეტი არ ამოწმებს და ახალ ღირებულებას ვერ ქმნი“, უთხრა მან გადაცემის წამყვანს, ოქროპირ რუხაძეს. სანდრო ტაბატაძე თბილისის უნივერსიტეტის პატრიოტია და ამიტომაც მას „პირში უძრახავს“ და ამბობს, რომ სწავლებისა და კვლევის დროს აქცენტი ხარისხზე უნდა კეთდებოდეს და არა რაოდენობაზე.

please wait

No media source currently available

0:00 0:52:46 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG