სოფო თოთიბაძე ნიდერლანდში, ლაიდენის უნივერსიტეტში სწავლობს სოციოლინგვისტიკას. „უხილავი ფარდის“ წამყვან ოქროპირ რუხაძესთან საუბარში ის უნივერსიტეტში სწავლების მეთოდზე გიამბობთ, გესაუბრებათ დამოუკიდებლობის რაობაზე უცხოეთში წასული ქართველი ახალგაზრდის ცხოვრებაში და იმაზე, თუ როგორ ცდილობს ის, მოიძიოს და აითვისოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ენის სწავლების მეთოდები.
-
ოქროპირ რუხაძე
ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.