„უხილავ ფარდაში“ განვაგრძობთ ციკლს საქართველოდან უცხოეთში სასწავლად წასულ ახალგაზრდებზე. მეგრული ენის ლექსიკურ სიმდიდრეზე, ალტერნატიულ ეკონომიკაზე, სკოლაში ცვლილებების აუცილებლობაზე, საქართველოში დაბრუნების არსურვილზე ვბაასობთ აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში, პენსილვანიის უნივერსიტეტის სამხატვრო და სამეცნიერო, ანუ ჰუმანიტარულ ნაწილში ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის სტუდენტთან, დავით არონიასთან.
-
ოქროპირ რუხაძე
ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.