Accessibility links

გიორგი მესხი: საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები


გიორგი მესხი

გიორგი მესხმა ისწავლა თბილისის, ვილნიუსის, ტარტუს უნივერსიტეტებში, მერე ჰამბურგის ბუცერიუსის სახელობის სამართლის უმაღლეს სკოლაში მოიპოვა იურისპრუდენციის მაგისტრის ხარისხი. ახლა ის ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში საავტორო სამართალის სფეროში წერს სადოქტორო ნაშრომს. მასთან ერთად „უხილავ ფარდაში“ მოუსმენთ ირმა წერეთელს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიგრაციისა და განვითარების ცენტრის უფროს კონსულტანტს დიასპორისა და მიგრაციის საკითხებში. გადაცემის ავტორი ოქროპირ რუხაძე, გიორგი მესხს ესაუბრება გერმანიაში მისი წასვლის უმთავრეს მიზანზე, სულიერ განვითარებასა და პროფესიულ ამოცანებზე, აგრეთვე იმაზე, რამდენად მართებულია ზოგიერთების მოსაზრება, თითქოს საქართველოს „თავს ახვევენ“ ევროპულ სამართალს.

Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG