Accessibility links

ხელოვანი სრულყოფილებაზე არ უნდა ფიქრობდეს


დევი ხმალაძე

მოქანდაკე დევი ხმალაძე 25 წელია, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობს. იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლისა და თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ისწავლა პრაღის სამხატვრო აკადემიაში, მერე - ბელგიაში. მოქანდაკის პროფესიის გარდა დევი ხმალაძე რესტავრატორის ხელობასაც დაეუფლა და მას ხშირად იწვევენ ბელგიის უმნიშვნელოვანესი ძეგლების აღდგენაში მონაწილეობის მისაღებად. დღეს დევი ხმალაძე „უხილავი ფარდის“ სტუმარია. პირველი შეკითხვა, რომლითაც მას გადაცემის ავტორმა, ოქროპირ რუხაძემ მიმართა, ეხებოდა ბათუმში აღმართულ მედეას ქანდაკებას. კერძოდ, კითხვა ასეთი იყო: „რატომ გამოსახეთ მედეა ოქროს საწმისით? მის მოპოვებაში ის, მართალია, დაეხმარა იასონს, მაგრამ თქვენამდე არც ერთ ხელოვანს არ მოსვლია აზრად, რომ მედეას შეიძლებოდა ოქროს საწმისი სჭეროდა ხელში.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG