„უხილავი ფარდის“ დღევანდელი სტუმარი, მიხეილ ხუციშვილი, ბონის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტია, ამთავრებს ბაკალავრიატის პროგრამას. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ხელოვნებათმცოდნის დიპლომის მოპოვების შემდეგ ის გერმანიაში ჩავიდა და, თავის სპეციალობასთან ერთად, ახლა პოლიტოლოგიას სწავლობს. მიხეილ ხუციშვილი ფეხბურთსაც თამაშობს და პრაქტიკას გადის სახვითი ხელოვნების სფეროში საავტორო უფლებების დაცვის უწყებაში. გადაცემის ავტორი და წამყვანი ოქროპირ რუხაძე თავის სტუმარს ესაუბრება ხელოვნების სფეროში საავტორო უფლებების დაცვაზე, ნიკო ფიროსმანაშვილზე, იმაზე, რატომ შეურწყა ერთმანეთს ხელოვნებათმცოდნეობა და პოლიტოლოგია და, წარმოიდგინეთ, ფეხბურთზეც.
-
ოქროპირ რუხაძე
ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.