Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტანტინე კაკაბაძე: "ვაკეთოთ ის, რაც გულით გვინდა და რასაც ვაკეთებთ, გულით ვაკეთოთ"


კონსტანტინე კაკაბაძე
კონსტანტინე კაკაბაძე

დღევანდელ "უხილავ ფარდაში" ოქროპირ რუხაძე ესაუბრება კონსტანტინე კაკაბაძეს, შტუტგარტის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტს, გერმანიის ურთიერთგაცვლის აკადემიური სამსახურის სტიპენდიანტს. თბილისში, ნიკოლაძის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მან არქიტექტურის ბაკალავრის დიპლომი მიიღო სამხატვრო აკადემიაში. იქვე გააგრძელა სწავლა მაგისტრატურაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, რომელიც წელს დაამთავრა. კონსტანტინე კაკაბაძე არაერთ გამოფენაში მონაწილეობდა, უმუშავია, სხვათა შორის, ასოციაცია „ანიკაში“, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ორგანიზაციაში, სადაც ხატვას ასწავლიდა ბავშვებს. საუბრის დასაწყისშივე კონსტანტინე კაკაბაძე გვიამბობს, თუ რა მიზეზით მიატოვა არქიტექტურა და რატომ დაუბრუნდა კვლავ მხატვრობას.

უხილავი ფარდა
please wait

No media source currently available

0:00 0:54:59 0:00

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG