Accessibility links

კვლევის საგანი: "თბილისელობა, როგორც კაპიტალი"...


თინათინ ხომერიკი

გერმანიის იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში სადოქტორო ნაშრომზე მუშაობს თინათინ ხომერიკი, ამავე დროს, ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი. ის იენაში ერაზმუსის გაცვლითი პროგრამითაა, ერთი სემესტრით. "უხილავი ფარდის" დღევანდელი სტუმარი კულტურის ანთროპოლოგიაში მუშაობს. დაამთავრა მაგისტრატურა ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იქვე მანამდე ფსიქოლოგიის ბაკალავრი გახდა.

გადაცემის ავტორი ოქროპირ რუხაძე თინათინ ხომერიკს ესაუბრება სადოქტორო ნაშრომზე, რომელიც შეეხება "თბილისელობას, როგორც კაპიტალის ფორმას, სტატუსთა თამაშების დინამიკას თაობებს შორის საქართველოს ტრანზიციულ ურბანულ სივრცეში". ეს არის 1978 წლის საპროტესტო აქციების, 1989 წლის 9 აპრილის და 2012-2016 წლების სტუდენტური მოძრაობების თაობა. როცა მკვლევარი საკუთარ ქალაქს, თანამოქალაქეების ცხოვრებას, თაობების ურთიერთკავშირს აანალიზებს, ხომ არ ჩაჰკირკიტებს საკუთარ თავს, როგორც ამ ყველაფრის ნაწილს?

Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG