გასულ კვირაში, 18 დეკემბერს, სავარაუდოდ, პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან ბრძოლაში დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, წარსულში პროფესიონალი სამხედრო ალექსანდრე გრიგოლაშვილი (იგი უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფ „აიდარის“ შემადგენლობაში ორი თვის წინ ჩაირიცხა). ზუსტად იმ დღეს პრაღაში გაიმართა ნატოს საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის დესტრუქციულ ქმედებასა და ევროპის უსაფრთხოებას მიეძღვნა. ამ ორ თემას ეხება „დაბრკოლები ზოლის“ დღევანდელი გამოშვება.
-
კობა ლიკლიკაძე
ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.