რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობა, რომ ახალქალაქის საკრებულო აპირებს წერილობით მიმართოს პარლამენტს და ”რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის” რატიფიკაცია მოსთხოვოს, მორიგი პოლიტიკური პოლემიკის საგნად იქცა. კამათი მიმდინარეობს იმაზე, თუ ვის მიერ არის ინსპირირებული საკითხი და არის, თუ არა ის დროული. ოპოზიციასა და მთავრობას შორის ვერბალური გზავნილების ურთიერთგაცვლაში სიტყვა ”საფრთხეც” არაერთხელ იყო ნახსენები. იმის გასარკვევად, თუ რას გულისხმობს ქარტია და შეიძლება, თუ არა თავად დოკუმენტის რატიფიკაცია შეიცავდეს რაიმე საფრთხეს, ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია არნოლდ სტეპანიანი, ”საერთო სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელი და გიორგი სორდია, ”უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის” წარმომადგენელი.
ქარტიის აქტუალიზაცია - ენის საკითხისთვის, თუ პოლიტიკური თამაშებისთვის?

ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1