როგორც ბოლო პერიოდმა ცხადყო, უპილოტო თვითმფრინავებს ბევრად მეტი შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე მეამბოხეთა ბაზების დადგენა და განადგურებაა პაკისტანში. უპილოტოების ე.წ. დრონების გზით შეიძლება ფილმების გადაღება, ეკოლოგიური პრობლემების მონიტორინგი და, თუ გნებავთ, გატაცებული ავტომობილების მოძებნა.
10 დეკემბერს მოსკოვის ცენტრში არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ და პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნით ათეულ ათასობით მოქალაქე გამოვიდა, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცოდა, რომ მათ მსვლელობას თვალს ადევნებდა უცნობი მფრინავი ობიექტი, რომელიც ფოტოობიექტივით დემონსტრაციაში მონაწილეთა რაოდენობას აღნუსხავდა.
ფოტოკამერა დამონტაჟებული იყო უპილოტო თვითმფრინავზე. დრონი, რომელიც ბოლოტნაიას მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტების სიმრავლეს ჰაერიდან იღებდა, გერმანული ძრავის, ჩინური როტორისა და ადგილობრივ მაღაზიებში ნაყიდი სხვა ნაწილების გამოყენებით ააწყვეს მოსკოველმა სერგეი სემიონოვმა და მისმა კოლეგებმა. სემიონოვი პროექტ „აირპიანოს“ კოორდინატორია. იგი ჰაერიდან აწარმოებს მსოფლიოს ღირშესანიშნაობების ფოტოგადაღებას. სწორედ მისმა ჯგუფმა ააწყო და გაუშვა ჰაერში ის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც შარშან, დეკემბერში, მოსკოვში გამართულ საპროტესტო დემონსტრაციას იღებდა.
„ამ მოვლენის შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ ამას პოლიტიკური მხარეც ჰქონდა", - ამბობს სემიონოვი. - "თან, ამ თემას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა მედია. ბევრი გაზეთიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, თქვენ ამ ადგილის უნიკალური ფოტოები გადაიღეთ, მოგვიყევით ამაზე, მოგვეცით რამდენიმე ფოტოსურათიო. ამას ჩვენ ნამდვილად არ ველოდით.“
ცხადია, უფრო რთული მისიის შესასრულებლად არ გამოდგება თვითნაკეთი უპილოტო თვითმფრინავი. დრონები უნდა იწარმოებოდეს იმ საავიაციო კომპანიებში, რომლებიც მოწადინებული არიან მიიღონ დამატებითი შემოსავლის წყაროები მაშინ, როცა სამხედრო უპილოტოებზე, ავღანეთის ომის დასრულების გამო, მოთხოვნა მცირდება.
მიახლოებითი გაანგარიშებით, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების წარმოებას, რომელმაც ექვსი მილიარდი დოლარის მოგება უკვე ნახა, მომდევნო ათწლეულში შეუძლია თითქმის გააორმაგოს მოგება. იზრდება დრონების წარმოება ჩინეთსა და სხვა ქვეყნებშიც. მოგება კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებას არმიის გარდა მართლწესრიგის ძალებიც დაიწყებენ.
თუმცა, დრონების გამოყენების ბუმის პარალელურად, იზრდება საშიშროებაც, რომ ტექნოლოგია გააფართოებს თვალთვალის შესაძლებლობას, რამაც შეიძლება შელახოს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის უფლება. ექსპერტთა ნაწილი კი შიშობს, რომ უპილოტო ტექნოლოგია პოტენციური ტერაქტებისთვისაც შეიძლება იქნეს გამოყენებული. კონ ვილასენორი, ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამ თანმხლებ საშიშროებას რეალურად მიიჩნევს, თუმცა მეცნიერი დარწმუნებულია, რომ დრონებს უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია:
„ნებისმიერ ახალ ტექნოლოგიას მოაქვს ცვლილებები წესებსა თუ კანონმდებლობაში, რაც ტექნოლოგიების მართვისა და გაწონასწორების მიზნით კეთდება. ეს ძალიან კარგია, რადგან მათი დადებითად გამოყენების შესაძლებლობებს გაცილებით მეტი წონა აქვს, ვიდრე ნაკლებად პოზიტიური გამოყენების სულ რამდენიმე ვარიანტს. საკმარისია გავიხსენოთ ინტერნეტის მაგალითი. ვფიქრობ, უპილოტო მფრინავი საშუალებების შემთხვევაშიც ამის მოწმენი გავხდებით, ანუ მათ გაცილებით უფრო ხშირად სასიკეთოდ გამოიყენებენ, ვიდრე საზიანოდ.“
რაც შეეხება უპილოტო თვითმფრინავების სამოქალაქო მიზნებით გამოყენების სიკეთეს, ექსპერტების დაკვირვებით, დრონებს ჰაერიდან შეუძლიათ ფილმების გადაღება, ხორბლის დათესვა, ჰაერის დაბინძურების შემოწმება, უძრავი ქონების ჩვენება და ყველაფრის თვალის დევნება, ხანძრით დაწყებული და მანქანის გატაცებით დამთავრებული. სამომავლოდ დრონების საშუალებით შესაძლებელი გახდება წამლების მიწოდება ანდა დროებითი კავშირგაბმულობის აწყობა ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის.

ამ მოვლენის შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ ამას პოლიტიკური მხარეც ჰქონდა, თან, ამ თემას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა მედია ...სერგეი სემიონოვი

ნებისმიერ ახალ ტექნოლოგიას მოაქვს ცვლილებები წესებსა თუ კანონმდებლობაში, რაც ტექნოლოგიების მართვისა და გაწონასწორების მიზნით კეთდება ...კონ ვილასენორი