რა გეგმები აქვს შეერთებულ შტატებს ავღანეთში 2014 წლის შემდეგ? ეს შეკითხვა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის პრესმდივანმა ორიოდე დღის წინ დაადასტურა, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა „ნულოვან ვარიანტსაც“ განიხილავს, ანუ 2014 წლის შემდეგ ავღანეთიდან მთელი ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის შესაძლებლობას.
ვაშინგტონში 11 ივლისსაც გაკეთდა საყურადღებო განცხადებები ავღანეთში აშშ-ის გეგმებზე. ავღანეთსა და პაკისტანში შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენლის ჯეიმს დობინსის თქმით, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ავღანეთში 2014 წლის შემდეგ ამერიკელების სამხედრო კონტინგენტის ყოფნის საკითხზე. თუმცა დობინსის განცხადებები ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს ქაბულის მხარდაჭერას.
ჯეიმს დობინსმა ხუთშაბათს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ავღანეთთან გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას. „რასაკვირველია, ავღანეთში ჩვენი ჯარების ყოფნაზე ავღანეთის მთავრობასთან შეთანხმების გარეშე არ დავრჩებით, მაგრამ არა გვგონია, რომ მოლაპარაკებები ასეთი შედეგით დასრულდეს. განსხვავებით ერაყისაგან, რომელსაც ხშირად ახსენებენ შესადარებლად, ავღანელებს სჭირდებათ, რომ დავრჩეთ“, ამბობს დობინსი.
ამჟამინდელი გეგმა ითვალისწინებს შეერთებული შტატების შედარებით მომცრო საწვრთნელი შენაერთების დარჩენას ავღანეთში მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანას 2014 წლის მიწურულს დატოვებენ საბრძოლო შენაერთები. ამჟამად ამერიკულ სამხედრო კონტინგენტს 68 000-მდე ადამიანი შეადგენს. ვაშინგტონი არც „ნულოვან ვარიანტს“ გამორიცხავს, ანუ ყველა ჯარისკაცის გაყვანას.
ეს ბუნდოვანება ამერიკელი კანონმდებლების უკმაყოფილებას იწვევს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა რობერტ მენენდესმა პრეზიდენტს მოუწოდა, განმარტება გააკეთოს ავღანეთში ამერიკელი სამხედროების სამომავლო მისიაზე.
„ჩვენ რაც შეგვეხება, მე მჯერა, რომ პრეზიდენტმა ობამამ ავღანელებსა და ჩვენს მოკავშირეებს უნდა მიანიშნოს, რა სახე ექნება ავღანეთში 2014 წლის შემდეგ ამერიკელი ჯარისკაცების მისიას, უსაფრთხოებაზე შეთანხმების შესაბამისად. ამ საკითხში გაურკვევლობის გამო მეტისმეტად ხშირად ხდება, რომ რეგიონში თავს არიდებენ შეკითხვებზე პირდაპირ პასუხს. ავღანელებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ახალბედა დემოკრატიის აშენებით, სურთ იცოდნენ, რომ შეერთებული შტატები მათ არ მიატოვებს, როგორც ამას თალიბანი მოელის“, განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ამ კომიტეტის თავმჯდომარემ რობერტ მენენდესმა.
სენატორებმა ვაშინგტონის გეგმის ბუნდოვანებასთან ერთად გააკრიტიკეს ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის პოზიციაც. კარზაიმ გასულ კვირაში შეწყვიტა მოლაპარაკება შეთანხმებაზე, რომელიც აუცილებელია ავღანეთში 2014 წლის შემდეგ ამერიკელების მისიის სამართავად.
რესპუბლიკელმა სენატორმა ბობ კორკერმა ვაშინგტონის ადმინისტრაციას მოუწოდა, მოემზადოს ავღანეთის მომდევნო პრეზიდენტთან სამუშაოდ, ანუ პერიოდისათვის მას შემდეგ, რაც მომავალი წლის აპრილში ამოიწურება კარზაის პრეზიდენტობის მეორე, ბოლო ვადა. როგორც კორკერი ამბობს:
„კარზაი არის მსოფლიოში, ალბათ, ყველაზე იმედგამაცრუებელი ლიდერი, ვისთანაც ბოლოხანს საქმე გვქონია. ის ირაციონალურია. ძნელი დასაჯერებელია, რომ სჯერა იმის, რისიც სჯერა. მაგრამ მას დღეს მართლა სჯერა, რომ ჩვენ პაკისტანთან ერთად ვაწყობთ შეთქმულებას და ავღანეთის დესტაბილიზაციას ვცდილობთ. ეს სიგიჟეა“.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო მისიაში საქართველო 1600-მდე სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ივნისში ჩვენს რადიოსთან საუბრისას განაცხადა, რომ 2014 წლამდე არ იგეგმება ავღანეთში საქართველოს სამხედრო კონტინგენტის „საგრძნობი შემცირება“, ხოლო ახალ მისიას - ანუ 2014 წლის შემდეგ რა მისიას შეასრულებს - საქართველო ნატოსთან ერთად დაგეგმავს.
ვაშინგტონში 11 ივლისსაც გაკეთდა საყურადღებო განცხადებები ავღანეთში აშშ-ის გეგმებზე. ავღანეთსა და პაკისტანში შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენლის ჯეიმს დობინსის თქმით, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ავღანეთში 2014 წლის შემდეგ ამერიკელების სამხედრო კონტინგენტის ყოფნის საკითხზე. თუმცა დობინსის განცხადებები ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს ქაბულის მხარდაჭერას.
ჯეიმს დობინსმა ხუთშაბათს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ავღანეთთან გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას. „რასაკვირველია, ავღანეთში ჩვენი ჯარების ყოფნაზე ავღანეთის მთავრობასთან შეთანხმების გარეშე არ დავრჩებით, მაგრამ არა გვგონია, რომ მოლაპარაკებები ასეთი შედეგით დასრულდეს. განსხვავებით ერაყისაგან, რომელსაც ხშირად ახსენებენ შესადარებლად, ავღანელებს სჭირდებათ, რომ დავრჩეთ“, ამბობს დობინსი.
ჩვენ რაც შეგვეხება, მე მჯერა, რომ პრეზიდენტმა ობამამ ავღანელებსა და ჩვენს მოკავშირეებს უნდა მიანიშნოს, რა სახე ექნება ავღანეთში 2014 წლის შემდეგ ამერიკელი ჯარისკაცების მისიას, უსაფრთხოებაზე შეთანხმების შესაბამისად...
ეს ბუნდოვანება ამერიკელი კანონმდებლების უკმაყოფილებას იწვევს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა რობერტ მენენდესმა პრეზიდენტს მოუწოდა, განმარტება გააკეთოს ავღანეთში ამერიკელი სამხედროების სამომავლო მისიაზე.
„ჩვენ რაც შეგვეხება, მე მჯერა, რომ პრეზიდენტმა ობამამ ავღანელებსა და ჩვენს მოკავშირეებს უნდა მიანიშნოს, რა სახე ექნება ავღანეთში 2014 წლის შემდეგ ამერიკელი ჯარისკაცების მისიას, უსაფრთხოებაზე შეთანხმების შესაბამისად. ამ საკითხში გაურკვევლობის გამო მეტისმეტად ხშირად ხდება, რომ რეგიონში თავს არიდებენ შეკითხვებზე პირდაპირ პასუხს. ავღანელებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ახალბედა დემოკრატიის აშენებით, სურთ იცოდნენ, რომ შეერთებული შტატები მათ არ მიატოვებს, როგორც ამას თალიბანი მოელის“, განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ამ კომიტეტის თავმჯდომარემ რობერტ მენენდესმა.
კარზაი არის მსოფლიოში, ალბათ, ყველაზე იმედგამაცრუებელი ლიდერი, ვისთანაც ბოლოხანს საქმე გვქონია. ის ირაციონალურია. ძნელი დასაჯერებელია, რომ სჯერა იმის, რისიც სჯერა...