გასულ კვირას, თბილისში ხელმეორედ დაიდგა ამერიკელი დრამატურგის, ივ ენსლერის “ვაგინა-მონოლოგები” – “დოკუმენტური თეატრის” ჟანრში დაწერილი პიესა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ტრადიციულად, კლუბებში, კაფეებში, სარდაფებში და პატარა დარბაზებში იდგმება. არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” ეს პროექტი საქველმოქმედოა. ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფრის მშენებლობას მოხმარდება.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.