11 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო კინოდოკუმენტალისტი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აუდიო-ვიზუალური ხელოვნების დოქტორი, ვაჟა ზუბაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელია მუშაობს დოკუმენტურ კინოზე და დოკუმენტალისტიკას სტუდენტებსაც ასწავლის.
როგორ იცვლება დოკუმენტური კინო ეპოქების ცვლილებასთან ერთად, რა თემებია დომინანტური თანამედროვე ქართველი დოკუმენტალისტებისთვის და რა სჭირდებათ ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებს იმისათვის, რომ ღირებული პროდუქტი შექმნან - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.