Accessibility links

მიუსაფარ ცხოველებს კანონი სათანადოდ ვერ იცავს


4 აპრილს რადიო თვისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყოვახტან ლომჯარია, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი, მან ილაპარაკა მიუსაფარი ცხოველების მდგომარეობასა და თბილისში არსებულ მუნიციპალურ თავშესაფარში არსებულ ვითარებაზე. ვახტანგ ლომჯარიას თქმით, მისი სამსახურის უმთავრესი ფუნქცია მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა და მათი ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა. მისივე თქმით, თბილისში 43-დან 50 ათასამდე ქუჩის ძაღლია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე პატრონიანი ძაღლების, ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად პატრონების 5 % თავის ძაღლს საერთოდ არ ცრის. წლის განმავლობაში მუნიციპალურ თუ კერძო თავშესაფრებში დაახლოებით 25 ათასი ძაღლი იცრება და მას შესაბამისი ნიშანი უმაგრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ვახტანგ ლომჯარიამ ისაუბრა საქართველოში არსებულ საკანონმდებლო რეგულაციების სიმწირეზეც, რომელიც ცხოველის უსაფრთხოების დაცვის დაბალ სტანდარტს აწესებს და ეს, მისი თქმით, კანონის ერთ-ერთი მთავარი სუსტი წერტილია რის გამოსასწორებლადაც სხვადასხვა აქტივობები იგეგმება. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, როგორც ცხოველთა მოვლის, ასევე მათდამი აგრესიული დამოკიდებულების შესაცვლელად.

მიუსაფარ ცხოველებს კანონი სათანადოდ ვერ იცავს
please wait

No media source currently available

0:00 0:29:47 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG