18 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ვაკის პარკის კინომოძრაობის წევრები - პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი და რეჟისორი ლაშა ცქვიტინიძე.
ვაკის პარკის კინომოძრაობა კინემატოგრაფისტთა ახალი თაობის დამოუკიდებელი და აპარტიული ჯგუფია, რომელიც გაერთიანდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში არსებული ძირეული პრობლემების გადასაჭრელად.
რა პრობლემებია ეროვნულ კინოცენტრში, რომელიც კინემატოგრაფისტებს მუშაობის საშუალებას არ აძლევს, როგორ ტარდება კონკურსები და რამდენად გამჭვირვალე და დემოკრატიულია ჟიურის წევრების საქმიანობა, რას შეიძლება ეყოს კინოცენტრის წლიური ბიუჯეტი და რამდენად გახსნილები არიან სახელმწიფო სტრუქტურები დარგის წარმომადგენლებთან დიალოგისთვის - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმრებთან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.