Accessibility links

ვალერი ჩეჩელაშვილი: “საქართველო ფრონტის სწორ მხარესაა“


30 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო ვალერი ჩეჩელაშვილი „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მანილაპარაკა საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე, საგარეო საქმეთა სამინსიტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობასა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე. ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, საქართველო ამ გადაწყვეტილებით „ფრონტის სწორ მხარეს“ აღმოჩნდა და დადგა ევროკავშირისა და ნატოს წევრი იმ28 ქვეყნის გვერდით, რომლებმაც „სკრიპლის საქმის“ გამო, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს. საქართველოს ამ გადაწყვეტილების კვალდაკვალ ვალერი ჩეჩელაშვილი არ მოელის რუსეთთანარსებული პოლიტიკური ვითარების მეტად გამწვავებას . მისი თქმით,უფრო მაღალია რუსეთის მხრიდანეკონომიკური სანქციების გამოყენების ალბათობა. ამასთან, მისი სიტყვვების, საქართველოს მართებს სიფრთხილე და წინდახედულობა რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობაშიც. მათ შორის, განსაკუთრებით, თურქეთთან, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ეკონომიკური თვალსაზრისით.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG