13 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ მუსიკოსი ლევან შანშიაშვილი და პროექტ "Velvet Session"-ის ორგანიზატორი ელენე გვეტაძე. "Velvet Session" - ცოცხალი მუსიკის მხარდასაჭერად შექმნილი პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი მუსიკოსების პოპულარიზებას და უცხოელი შემსრულებლების ჩამოყვანას, ხარისხიანი ვიდეომასალების წარმოებას და მუსიკოსებისა და მსმენელებისთვის საკომუნიკაციო ველის შექმნას.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.