დევნილები ნათესავების საფლავებს წელსაც ვერ მოინახულებენ
ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირები ნათესავების საფლავებს და სალოცავებს წელსაც ვერ მოინახულებენ. მხარეებმა ამ საკითხზე შეთანხმებას ერგნეთში გამართულ 53-ე შეხვედრაზე ვერ მიაღწიეს. რამდენიმე წელია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რელიგიური დღესასწაულების წინ ამ პრობლემის გადაჭრას მოითხოვენ, მაგრამ ოსური და რუსული მხარეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დევნილთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას საკუთარ თავზე ვერ იღებენ. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი აცხადებს, რომ შეთანხმება მიღწეული არ არის, რადგან ქართულ მხარეს ეს საკითხი მხოლოდ დღესასწაულის დღეებში ახსენდება. მისი აზრით, პრობლემა უნდა მოგვარდეს სისტემური შეთანხმებით, როგორც ეს ევროპის ქვეყნებში არსებული კონფლიქტების დროს მოხდა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააყენეს ყველა დაკავებულის - მათ შორის, გორის ტერაქტის მოწყობისთვის გასამართლებული პირების - გაცვლის საკითხი, პრინციპით „ყველა ყველაზე“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ენუქიძე აცხადებს, რომ მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირების საკითხი ერგნეთის შეხვედრის ფორმატში განსახილველი არ არის და ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დონეზე უნდა გადაწყდეს.
ეპიზოდები
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში