ტეხასის დამანგრეველი წყალდიდობის ფონზე გრძელდება სამაშველო სამუშაოები
გრიგალი „ჰარვის“ შედეგად გამოწვეული წყალდიდობის დროს მოსახლეობამ თავი დააღწია ტეხასის შტატის სანაპიროს დატბორილ რაიონებს. 30 აგვისტოს გადაღებულ ვიდეოზე აღბეჭდილია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეზღვაურებისა და სხვა მაშველების მიერ ვერტმფრენით ქალის გადარჩენა ტეხასის ქალაქ ბემონტში; ასევე ის, თუ როგორ უზრუნველყოფენ მაშველები ტეხასში, პორტ-არტურში, მოსახლეობის ევაკუაციას. გრიგალი თანდათან სუსტდება, მაგრამ, მოსალოდნელია, რომ წყალდიდობა გაგრძელდეს. (ვიდეო: Reuters)
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 07, 2026ძალადობაზე სპორტში და ქალი ფეხბურთელების ბრძოლაზე - ადვოკატი ანა თავხელიძე
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები