11 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ჯგუფ "აუდიტორია 115"-ის წევრები ნათია ქარჩილაძე და გიორგი არობელიძე.
9 მაისს ტყიბულის მინდელის მაღაროში 4 ზეინკალი დაიღუპა მუშაობის პროცესში შახტში სიმაღლიდან ჩავარდნის შედეგად. ალეკო ჭელიშვილის, ვიქტორ დაღუნდარიძის, გიზო გუბელიძისა და გიზო კუბლაშვილის სიკვდილის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევის დღესვე, 9 მაისს, "აუდიტორია 115"-მა გამართა საპროტესტრო აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო შრომის ინპექციის შემოღება. სტუდენტური ორგანიზაცია მშრომელების უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს სისტემატურად აყენებს დღის წესრიგში.
ვინ ლაპარაკობს მშრომელების უფლებებზე, რამდენად ყურადღებით ისმენენ გადაწყვეტილების მიმღები პირები მოქალაქეების მოთხოვნებს და რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს შრომის ინსპექცია - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმრებთან ერთად.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.