12 ივნისს „გაეროს ბავშვთა ფონდის“, „იუნისეფის“ ორგანიზებით თბილისში ჩატარდა კონფერენცია, რომელიც ადრეული ასაკის ბავშვების სიცოცხლისა და განვითარების საკითხებს მიეძღვნა. ყველაზე მწვავე საკითხის - 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზებად სპეციალისტები ასახელებენ სიღარიბეს, სისტემის არაკოორდინირებულობას, მასში პროფესიონალიზმის დეფიციტსა და საზოგადოების არაინფორმირებულობას. ამავე მიზეზების ჩამოთვლა შეიძლება ბავშვის განვითარების პრობლემების განხილვისასაც. ამ თემაზე საუბრობენ რადიო თავისუფლების ყოველკვირეული დისკუსიის სტუმრები - „იუნისეფის“ საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე და არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ბავშვების“ ხელმძღვანელი ჯაბა ნაჭყებია.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.