"ვაიმი" ორი მეგობრის სპონტანური წამოწყებაა, რომელსაც დღეს, მისი არსებობის 6 თვის თავზე უკვე გამართული ბიზნესის სახე აქვს. შემქმნელები ამბობენ, რომ მისგან მიღებული შემოსავალი საშუალებას აძლევთ, სამსახურების ძებნაზე აღარ იფიქრონ და მთელი რესურსი მის განვითარებას მოახმარონ.
"ვაიმი" ხელნაკეთ ხის სანათებს აწარმოებს, რომელზეც შემკვეთს შეუძლია მისთვის სასურველი ნახატის განთავსება მოითხოვოს. შემქმენელები, რომლებიც ამ დრომდე ანონუმურად დარჩენას ამჯობინებენ, ნებისმიერ კონკრეტულ და აბსტრაქტულ სურვილს ვიზუალურ გამოხატულებას უძებნიან, მათი წარმატების მთავარი საიდუმლოც ალბათ სწორედ ეს არის.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.