16 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პრეზიდენტი გვანცა ჯობავა. ასოციაციის ინიციატივით საქართველოში უკვე მეორე წელია აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. 2017 წელს ეს დღე 16 თებერვალს აღინიშნება და საქართველოდან 50-მდე მწერალია ჩართული. ავტორები საკუთარ ნაწარმოებებს სხვადასხვა სივრცეში წაუკითხავენ მოსწავლეებს, სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.