სატელიტური ფოტოები აჩვენებს რუსეთში Wildberries-ის საწყობების დაზიანების მასშტაბებს
უკრაინის დრონების შეტევამდე და შემდეგ გადაღებული სატელიტური ფოტოები რუსეთში Wildberries-ის საწყობებისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბებს ააშკარავებს. „რუსულ ამაზონად“ წოდებული, რუსეთის ონლაინ-გაყიდვების უმსხვილესი კომპანიის სულ მცირე 20 ობიექტი ივლისის შუა რიცხვებიდან უკრაინული იერიშის სამიზნე გახდა.
Before
After
1
Vantor-ის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური ფოტოები ასახავს Wildberries-ის საწყობს ვოლგოგრადში 14 ივლისს, ხოლო შემდეგ 1 აგვისტოს - უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ.
Before
After
2
Wildberries-ის საწყობი ელექტროსტალში 16 მაისს, ხოლო შემდეგ 5 აგვისტოს. ფოტოზე ჩანს ივლისის ბოლოს განხორციელებული დარტყმის შედეგად თითქმის სრულად დამწვარი ობიექტი.
Before
After
3
Vantor-ის მიერ გავრცელებული სატელიტური ფოტოები ასახავს Wildberries-ის საწყობს სიმფეროპოლში (რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი) 22 ივლისსა და 4 აგვისტოს.
Before
After
4
Wildberries-ის საწყობი კრასნოდარში 21 ივლისს და 5 აგვისტოს - უკრაინული დრონების დარტყმიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ.
Before
After
5
სატელიტური ფოტო ასახავს კვამლს, რომელიც ამოდის Wildberries-ის ობიექტიდან ნევინომისკში 22 ივლისს. გავრცელებული ფოტოები ევროკავშირის Copernicus Sentinel-2 სატელიტის მიერ არის გადაღებული.
Before
After
6
Planet Labs PBC-ის მიერ გავრცელებული სატელიტური ფოტოები ასახავს Wildberries-ის ობიექტს ნოვოსემეიკინოში (რუსეთის სამარის ოლქი), რომელსაც უკრაინულმა დრონებმა 2 აგვისტოს დაარტყეს.
Before
After
7
კვამლი ამოდის Wildberries-ის ობიექტიდან ალექსინში 6 აგვისტოს. ევროკავშირის Copernicus Sentinel-2 სატელიტის კიდევ ერთი ფოტო ობიექტს თავდასხმამდე, 19 ივლისს ასახავს.