გამოცხადდნენ ფოტოჟურნალისტიკის ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პრემიის ლაურეატები. მთავარი პრიზი AFP-ის ფოტოგრაფმა, ვენესუელელმა რონალდო შემიდტმა მიიღო კარაკასის საპროტესტო აქციებისას ცეცხლმოკიდებული მამაკაცის ფოტოსთვის.
World Press Photo-ს გამარჯვებულები - 2018
1
The World Press-ის წლის ფოტოზე აღბეჭდილია 28 წლის ხოსე ვიქტორ სალასარ ბალსა, რომელსაც ცეცხლი მოედო ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დროს.
2
ჩასაფრებული პოლიცია საკონცერტო მოედნის გარეთ, მას მერე რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა კონცერტის დამსწრეებს ცეცხლი გაუხსნა ქანთრი მუსიკის ფესტივალ Route 91-ზე, ნევადის შტატის ქალაქ ლას ვეგასში. შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 800-ზე მეტი ადამიანი.
ახალი ამბები შემთხვევის ადგილიდან - პირველი ადგილი (დევიდ ბეკერი, Getty Images)
ახალი ამბები შემთხვევის ადგილიდან - პირველი ადგილი (დევიდ ბეკერი, Getty Images)
3
როჰინჯას ლტოლვილთა ცხედრები. ისინი ბირმიდან გაქცევას ცდილობდნენ, როცა ბანგლადეშის სანაპიროსთან მათი ნავი გადაყიდავდა. ასობით ათასი როჰინჯა გაიქცა ბირმიდან იმ სამხედრო ოპერაციის დროს, რომელსაც გაეროს ადამიანის უფლებათა უზენაესმა კომისარმა „ეთნიკური წმენდის ქრესტომათიული მაგალითი“ უწოდა.
ზოგადი ახალი ამბები - პირველი ადგილი (პატრიკ ბრაუნი, Panos Pictures)
ზოგადი ახალი ამბები - პირველი ადგილი (პატრიკ ბრაუნი, Panos Pictures)
4
ჰაერში აგდებული ადამიანები. აქციის მონაწილეთა ჯგუფში ავტომობილის შევარდნის დროს. იმ დროს დემონსტრანტები ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში გაერთიანებული მემარჯვენეების წინააღმდეგ მიმართულ კონტაქციას ესწრებოდნენ. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
ახალი ამბები შემთხვევის ადგილიდან - მეორე ადგილი (რაიან მ. კელი, The Daily Progress
5
როჰინჯა ლტოლვილები ბანგლადეშში, კოქს ბაზარში უყურებენ, როგორ იწვის სახლები საზღვარს მიღმა, ბირმის ტერიტორიაზე.
ზოგადი ახალი ამბები - მესამე ადგილი (მასფიყურ ახტარ სოჰანი - NurPhoto Agency)
6
ერაყის სპეცდანიშნულების ძალების ჯარისკაცი მას შემდეგ, რაც მან სავარაუდო თვითმკვლელი ტერორისტი მოკლა, ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაციიის დროს "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა დაჯგუფებისგან.
ახალი ამბები შემთხვევის ადგილიდან - მესამე ადგილი (გორან ტომასევიჩი, Reuters)
ახალი ამბები შემთხვევის ადგილიდან - მესამე ადგილი (გორან ტომასევიჩი, Reuters)
7
მეტოქეები იბრძვიან ბურთისთვის ყოველწლიური ყველიერის სამეფო საფეხბურთო მატჩის დროს ინგლისში, დერბიშაიერის საგრაფოს ქალაქ ეშბორნში.
სპორტი - პირველი ადგილი (ოლივერ სკარფი, AFP)
სპორტი - პირველი ადგილი (ოლივერ სკარფი, AFP)
8
ნავი ტურისტებით ლაგოს მარინადან გზას მიიკვლევს მაკოკოს თემში მდებარე არხში. ეს მეთევზეთა უძველესი სოფელია, რომელიც ნიგერიაში, ლაგოსის ლაგუნაში, უზარმაზარ არაფორმალურ დასახლებად იქცა.
თანამედროვე საკითხები - პირველი ადგილი (იესკო დენზელი)
თანამედროვე საკითხები - პირველი ადგილი (იესკო დენზელი)