Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაალ გოგსაძე: გარკვეული მოდელის მორგება კონფლიქტს საბოლოოდ ვერ წყვეტს


ზაალ გოგსაძე
ზაალ გოგსაძე

6 აპრილს 25 წელი შესრულდება ბოსნია-ჰერცეგოვინაში სამწლიანი ომის დაწყებიდან, რასაც თან ახლდა სარაევოს ხანგრძლივი ალყა ბოსნიელ სერბთა და იუგოსლავიის არმიის შენაერთების მხრიდან. „არასოდეს დამავიწყდება 1992 წლის 6 აპრილი.

იმ დროს ქალაქის ცენტრში ვიყავი, პარლამენტის წინ, სადაც მრავალრიცხოვანი მშვიდობიანი დემონსტრაცია მიმდინარეობდა. უეცრად გაისმა სროლის ხმა და ხალხი ინსტინქტურად გაიფანტა. სროლის შედეგად იმ დღეს ორი ქალი დაიღუპა. სნაიპერი ისროდა სასტუმრო "ჰოლიდეი ინიდან", სადაც რადოვან კარაჯიჩის ხელმძღვანელობით მოქმედ სერბიის დემოკრატიულ პარტიას საკუთარი მებრძოლები ჰყავდა განთავსებული“, - ასე იხსენებს ბოსნია-ჰერცეგოვინაში ომის დაწყებას ჩემი კოლეგა, გორდანა კნეზევიჩი, რომელიც ომის დაწყებამდე სარაევოში გამომავალ გაზეთ „ოსლობოჟდენიეს“ რედაქტორად მუშაობდა. სამწლიან ომს ბოსნია-ჰერცეგოვინაში 22 წლის წინ, 1995 წლის 21 ნოემბერს, წერტილი დაუსვა დასავლეთის შუამავლობით ხელმოწერილმა დეიტონის შეთანხმებამ, რომლის საფუძველზე შექმნილ ავტონომიურ მმართველობას არაქმედითს უწოდებენ და აკრიტიკებენ ამ სამსუბიექტიან ფედერაციაში მცხოვრები არა მხოლოდ მართლმადიდებელი სერბები, არამედ, ასევე, მუსლიმანი ბოსნიელები და კათოლიკე ხორვატებიც. ამის მიზეზებზე გვესაუბრება ზაალ გოგსაძე, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რომელიც 2001 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინაში მოქმედ გაეროს მისიაში მუშაობდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG