Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობის გაშუქება - საზოგადოების ინფორმირებასა და ტირაჟირებას შორის ზღვარზე


ნათია კუჭუხიძე, ნათია კუპრაშვილი
ნათია კუჭუხიძე, ნათია კუპრაშვილი

დღევანდელი დისკუსიის თემაა ძალადობრივი ფაქტებისა და უბედური შემთხვევების გაშუქება. ფსიქოლოგებს არაერთხელ გაუფრთხილებიათ ჟურნალისტები, რომ ძალადობის არასწორად გაშუქებით შეიძლება მის ტირაჟირებას შეუწყონ ხელი ან გაუმართლებელი სტრესი მიაყენონ როგორც მსხვერპლს, ისე აუდიტორიას და ეჭვმიტანილსაც, რომელსაც უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს. მეტიც, სამედიცინო საქმიანობაში არსებული სახელმძღვანელო მიდგომა - „არ ავნო“, მედიის საქმიანობაშიც არანაკლებად აქტუალურია. რა სიფრთხილე უნდა ახლდეს ძალადობის გაშუქებას მედიაში? რატომ არის არასაკმარისი და ზოგჯერ - არასასურველიც ფაქტების თანმიმდევრულად, დეტალურად აღწერა აუდიტორიისთვის მაქსიმალურად ობიექტური სურათის შესაქმნელად, როცა საქმე ეხება უბედურ შემთხვევას, ტრაგედიას, ძალადობრივ დანაშაულს? ნინო გელაშვილმა ამ თემებზე სასაუბროდ თბილისის სტუდიაში მიიწვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი და ფსიქოთერაპევტი ნათია კუჭუხიძე.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG