19 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ორენოვანი ყოველკვირეული გამოცემა "ობზერვერის" კომერციული დირექტორი ნათია გამყრელიძე. გამოცემამ იანვრის თვეში სპეციალური ნომერი მიუძღვნა საქართველოს ზამთრის კურორტებს და მათ ტურისტულ პოტენციალს. ნომერი მიზნად ისახავდა ახალი ტურისტების მოზიდვას და დაინტერესებული ადამიანებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას საქართველოში დასვენების მრავალფეროვანი შესაძლებლობების შესახებ.
რომელი კურორტები მოექცა "ობზერვერის" ყურადღების ცენტრში, რამდენად ეფექტიანი საშუალებაა ახალი ტურისტების მოსაზიდად მსგავსი გამოცემები და როგორ შეიძლება ტურიზმის განვითარებას დაეხმაროს სპეციალიზებული მედიაპროდუქტები - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.