Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა წერეთელი და 365 დღე ბრძოლა შიდსის წინააღმდეგ


ზაზა წერეთელი
ზაზა წერეთელი

1 დეკემბერს მსოფლიომ შიდსთან ბრძოლის დღე აღნიშნა. ბევრი ითქვა და დაიწერა ამ მძიმე ინფექციურ დაავადებაზე, რომელსაც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი იწვევს და რომელმაც, 1981 წლის 1 დეკემბერს დაავადებად რეგისტრირების შემდეგ, მსოფლიოში 34 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოში, ბოლო მონაცემებით, აღრიცხულია აივ/შიდსის 5 331 შემთხვევა, თუმცა ვარაუდობენ, რომ რეალურად ინფიცირებულთა რიცხვი 7 000-ს აღწევს. შიდსი არის ერთ-ერთი დაავადება, რომელთან დაკავშირებულ საკითხებზეც მუშაობს "მეათე სტუდიის" დღევანდელი სტუმარი ზაზა წერეთელი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამის კოორდინატორი. ზაზა წერეთელთან საუბრის დასაწყისში გამოვთქვი ვარაუდი, რომ ამდენი ფუნქციით დატვირთული ექიმი პრაქტიკულ საქმიანობას ჩამოშორებული იქნება.

გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG