Accessibility links

ზაზა კოშკაძის ფანტასტიკური მოგზაურობა


ზაზა კოშკაძე

ერთ მშვენიერ დღეს ქართველმა მწერალმა ზაზა კოშკაძემ სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დადგა დღე, რომელიც ხშირად ესიზმრებოდა: მისი ოცნება ასრულდა - ის მიიწვიეს სამეცნიერო ფანტასტიკის მსოფლიო კონვენციაზე (World Science Fiction Convention), სადაცამ ჟანრში მომუშავე ყველა მწერალი იყრის თავს და, რაც მთავარია, იქვე იმართება ისეთი პრესტიჟული ჯილდოს გადაცემის ცერემონია, როგორიც ჰუგოა (Hugo Awards Ceremony). მოეწყო ზაზა კოშკაძის შემოქმედების კითხვის საღამო და დისკუსია, რომელშიც ზაზამ ფესტივალ „ინსომნიასა“ და ქართულ ჟანრულ ლიტერატურაში არსებულ ტენდენციებზე ილაპარაკა. ამერიკიდან დაბრუნებულმა ავტორმა შთაბეჭდილებები რადიო თავისუფლებას გაუზიარა.

ზაზა კოშკაძის ფანტასტიკური მოგზაურობა
please wait

No media source currently available

0:00 0:09:48 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG