Accessibility links

"სათქმელი უნდა ითქვას ნებისმიერი გზით"


ზურაბ გიკაშვილი

"უხილავი ფარდის" დღევანდელ სტუმარს, ზურაბ გიკაშვილს ახლახან ჰქონდა გამოფენა გერმანიაში და ამ გამოფენის შესახებ იქაურ გაზეთში გამოქვეყნებულმა სტატიამ მიაქცევინა ყურადღება გადაცემის წამყვანს, ოქროპირ რუხაძეს, მხატვრისადმი, რომელსაც უამრავ გამოფენაში მიუღია მონაწილეობა და პერსონალური გამოფენები ჰქონია ყველგან - პრაღასა და დიუსელდორფში, ლონდონში, ნიუ-იორკში, შვეიცარიასა და პოლონეთში.

გერმანიაში, ჰაგენში, ოსტჰაუსის სახელგანთქმულ მუზეუმში ზურაბ გიკაშვილის გამოფენაზე იყო საუბარი გაზეთ „დერ ვესტენის“ სტატიაში, რომლის სოციალური ქსელით გავრცელების შემდეგ ზურაბ გიკაშვილს წარმატება მიულოცეს. რას ნიშნავს ასეთი ამბის მილოცვა მხატვრისთვის, რა არის ეს, მხოლოდ თავაზიანობა თუ წარმატების მნიშვნელობის დადასტურება? - საუბარი ზურაბ გიკაშვილთან ამ თემის განხილვით დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG