ანგელა მერკელის ორი დღე საქართველოში
2018 წლის 23-24 აგვისტო - გერმანიის კანცლერი, აგვისტოს ომის შემდეგ, მეორედ ჩამოვიდა საქართველოში. თუკი აქამდე თავს არიდებდა, თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე ანგელა მერკელმა ოკუპაციას თავისი სახელი დაარქვა და ამით ყველა კმაყოფილი დატოვა. მან თქვა, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა, მაგრამ ეს სწრაფად არ მოხდება. რუსეთთან გერმანიას მშვიდობიანი ურთიერთობა სურს, ამბობს ანგელა მერკელი და იმასაც ამატებს, რომ ვერ ხედავს რუსულ გაზზე დამოკიდებულების საფრთხეს, რასაც ხედავენ სხვები - ევროპაშიც და ამერიკაშიც. გერმანიის კანცლერი საქართველოში სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან