არკადი ბაბჩენკო: მითხრეს, რომ შეკვეთილია ჩემი მკვლელობა და უკვე გადაცემულია ფული
2018 წლის 30 მაისს კიევში, უკრაინის უშიშროების სამსახურში გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც, პირდაპირი ტელეეთერის დროს, ილაპარაკა რუსმა ჟურნალისტმა, არკადი ბაბჩენკომ. მისმა გამოსვლამ გასტანა 4 წუთზე ცოტა მეტი. „პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვიხადო იმისათვის, რაც ყველამ გადაიტანეთ, იმისათვის, რაც საერთოდ, ყველამ გამოვიარეთ. მეგობრები, კოლეგები ბევრჯერ მიმიბარებია მიწისათვის და გამომიცდია ეს მძიმე გრძნობა, როცა კოლეგას მარხავ. ამიტომ მაპატიეთ, რომ ასეთი რამის გადატანა გაიძულეთ. მაგრამ სხვანაირად, უბრალოდ, არ შეიძლებოდა… ცალკე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს ცოლს ჯოჯოხეთისათვის, რომელიც ამ ორ დღეში გამოიარა. ოლიჩკა, გთხოვ, მაპატიე! მაგრამ ისევ - სხვა გზა არ იყო... მერე მინდა მადლობა გადავუხადო უკრაინის უშიშროების სამსახურს, რომელმაც სიკვდილისაგან მიხსნა... კიდევ რა გითხრათ? როგორც უკვე ვთქვი, ამ საქმეზე ორი თვე მუშაობდნენ, ჩემთან ერთი თვის წინ მოვიდნენ. მითხრეს, რომ შეკვეთილია ჩემი მკვლელობა და უკვე გადაცემულია ფული. 40 ათასი დოლარი. გამოდის, იაფი არ ვყოფილვარ! “ - განაცხადა არკადი ბაბჩენკომ.
ეპიზოდები
-
იანვარი 22, 2026ერთი სიცოცხლე - ერთი ტყვია: რას ჰყვებიან ირანელები
-
იანვარი 14, 2026პროტესტში სამშობლოდან შორს - ირანელი ქალები ბრძოლაში
-
იანვარი 07, 2026სახლიდან გამოძევებული - ინტერვიუ თამარ მეარაყიშვილთან
-
იანვარი 02, 2026ნათელა გრიგალაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
დეკემბერი 26, 2025ზეიმი და პროტესტი „სიკეთით სავსე ქალაქში“
-
დეკემბერი 09, 2025კრწანისის ჭალის ტყის ცუდი სიზმარი