Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში ნათია ბახტაძის მკვლელობისთვის დაკავებულს 7,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ფოტოილუსტაცია: ნათია ბახტაძე
ფოტოილუსტაცია: ნათია ბახტაძე

ოკუპირებულ აფხაზეთში, ტყვარჩელის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ 7,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 28 წლის ნათია ბახტაძის განზრახ მკვლელობის გამო დაკავებულ კაცს. განაჩენი დღეს, 19 მაისს გამოცხადდა.

სისხლის სამართლის საქმე ნათია ბახტაძის დედის მიმართვის საფუძველზე აღიძრა. გამოძიების მიხედვით, მკვლელობა 2023 წლის 28 ივლისს, ქალაქ გალში მოხდა - ბრალდებულმა აინარ წვიჟბამ ავტომობილში (Lexus GX 470) ქალს საფეთქელში ჩაარტყა, რამაც გარდაცვალება გამოიწვია.

ამის შემდეგ მან ქალის ცხედარი ვარდნილჰეს 3-თან, მდინარე ენგურში გადააგდო. აინარ წვიჟბა დანაშაულს აღიარებდა.

ძებნის მიუხედავად გარდაცვლილის ცხედარი ვერ იპოვეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG