მტკვარში გადაუმუშავებელი ფეკალური მასები ჩაედინება
რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ცენტრალური ხიდიდან დაახლოებით 800 მეტრში მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორიდან გაუფილტრავი კანალიზაციის წყალი პირდაპირ მტკვარში ჩაედინება. კოლექტორი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ფაუერმა“ (GWP)-მ გახვრიტა და მდინარემდე არხიც გაჭრა. ადგილობრივი მოსახლეობა ჩივის, რომ ორი კვირის წინ გახვრეტილი კოლექტორიდან გამოსული ფეკალური მასები მათ ცხოვრებას გაუსაძლის ხდის, საშიშია ბავშვებისთვისაც, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე თამაშობენ ხოლმე. „ჯორჯიან უოთერ ფაუერში“ აცხადებენ, რომ ეს დროებითია და აუცილებლობით არის გამოწვეული.
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში