Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამქრალი „ყირამალა დუქანა“


გამქრალი „ყირამალა დუქანა“
please wait

No media source currently available

0:00 0:04:11 0:00

„ყირამალა დუქანაო, ასე კარგი ნუ ხარაო... ცალი ფეხი სახლში მიმდის, ცალი მრჩება უკანაო“... ამ სიმღერაში რომ დუქანს უმღერიან რაჭველები, ეგ დუქანი მართლა იდგა თურმე ზემო რაჭაში, ონის რაიონის სოფელ ზუდალში.

ნახევრად ჰაერში, ხეებზე გადაკიდებული ხის ძველებური შენობა ახლო-მახლო სოფლებიდან ჩამოვლილი მგზავრების შესასვენებელი ადგილი ყოფილა. იმ ტერიტორიაზე სხვა დუქნებიც მდგარა, სადაც შქმერელი გლეხები გასაყიდად ჩამოტანილ კარტოფილს ინახავდნენ... დღეს ეს დუქნები აღარ არსებობს. აღარც სოფელ კვაშხიეთის 1919 წელს აგებული ხის ჩუქურთმებიანი სკოლაა და კიდევ ბევრი ძველი შენობა დაინგრა, დაანგრიეს და გაქრა ისე, რომ ზოგიერთის ფოტოც კი აღარ შემორჩა.

ონიდან ექვს კილომეტრში მდებარე სოფელ ზუდალში მცხოვრებმა მცირედმხედველმა მხატვარმა, ოთარ გრძელიშვილმა კი ერთ დღეს სწორედ ამ ძველი შენობების გადარჩენა გადაწყვიტა - თავის მეხსიერებას ენდო და ხისგან და სხვა მასალისგან მათი მინიმოდელების კეთება დაიწყო.

XS
SM
MD
LG