გურამ თუშიშვილი: „ყველაფერი ისე მოვახერხე, როგორც დაგეგმილი მქონდა“
ძიუდოში მსოფლიოს 2018 წლის ინდივიდუალური ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე 26 სექტემბერს მამაკაცებს შორის მედლები +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გურამ თუშიშვილი ავიდა. 23 წლის ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა, საჩემპიონო ბრძოლაში კი აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგ კოკაურს აჯობა. „ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე. ყველაფერი მოვახერხე ისე, როგორც მინდოდა, როგორც დაგეგმილი მქონდა, და ძალიან ბედნიერი ვარ. მივულოცავ ჩემს ოჯახს, ჩემს მწვრთნელებს და ქართველ გულშემატკივარს“, - უთხრა მსოფლიოს ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა რადიო თავისუფლებას.
ეპიზოდები
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი