გურამ კაშია - „ძლიერები არ ძალადობენ“
ბულინგის წინააღმდეგ მიმართული სოციალური პროექტის - „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი გურამ კაშია პროექტის ფარგლებში ესტუმრა ბრიტანულ-ქართულ აკადემიას. მოსწავლეებთან საუბრის შემდეგ, სტუმარ-მასპინძლებმა ამხანაგური საფეხბურთო შეხვედრაც ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა ამავე პროექტში ჩართული თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებმაც მიიღეს. „ძლიერები არ ძალადობენ. დიდი მადლობა ამ პროექტის ავტორებს. ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და მიხარია, რომ მეც ჩართული ვარ ამაში. ეს ყველაფერი მაძლევს ძალიან დიდ ენერგიას, იმისთვის, რომ შემდეგ ფეხბურთი ვითამაშო“, - განაცხადა გურამ კაშიამ. კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩები კაშიას გარდა არიან: ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე, პარამოფარიკავეები ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი, ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე და სხვები.
ეპიზოდები
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი