Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის გვერდით წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა


აქციის დაშლა გრძელდება.
აქციის დაშლა გრძელდება.

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო პარლამენტის გვერდითა, ჭიჭინაძის ქუჩაზე, პოლიციელები რუსთაველის გამზირზეც გადავიდნენ.

პოლიცია აგრძელებს წყლის ჭავლის გამოყენებას.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა 5°C-ია. ქრის ქარი.

iPhone-ის ამინდის აპლიკაციის თანახმად, ისე ცივა, როგორც -1°C-ის პირობებში.

პოლიციამ 02:40 საათისთვის რუსთაველის გამზირზე მობილიზებულ სასწრაფო დახმარების მანქანებს მოუწოდა, დატოვონ ტერიტორია.

პოლიცია ალექსანდრეს ბაღის ჩასასვლელშიც დგას. დემონსტრანტთა ნაწილი ქაშვეთის ეკლესიის ეზოში და მიმდებარედ რჩება.

აქციის დაშლას წინ უძღოდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის რამდენიმესაათიანი დაძაბულობა და შიგადაშიგ დაპირისპირება ჭიჭინაძის ქუჩაზე.

პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებდა სპეციალურ საშუალებებს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის.

დემონსტრანტების მხრიდან პოლიციის მიმართულებით ისროლეს კვერცხები და სხვადასხვა საგანი.

დემონსტრანტები და პოლიცია ერთმანეთს აგინებდნენ.

პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს რამდენიმე ადამიანზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG