დირკ ნოვიცკი საქართველოშია
ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი დირკ ნოვიცკი საქართველოში ისვენებს. NBA-ის ყველა დროის ყველაზე შედეგიანმა უცხოელმა მოთამაშემ აქტიური საკალათბურთო კარიერა სამიოდე თვის წინ დაასრულა „დალას მავერიკსში“, სადაც 21 წელი გაატარა და არა მარტო ამ კლუბის, მთლიანად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. 3 აგვისტოს ნოვიცკი თბილისში ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის აღსაზრდელებს შეხვდა. ნორჩ კალათბურთელებს თავისი ბიოგრაფია გააცნო და საინტერესო რჩევა-დარიგება მისცა. დირკ ნოვიცკი (213 სმ. 111 კგ) „დალასის“ მძიმე ფორვარდი იყო 1998 წლიდან 2019 წლის აპრილამდე. 2007 წელს დასახელდა NBA-ის უძვირფასეს მოთამაშედ. 2011 წელს გახდა NBA-ის ჩემპიონი და ფინალის საუკეთესო მოთამაშე. 14-ჯერ მიიღო მონაწილეობა „ყველა ვარსკვლავის მატჩში“. 2006 წელს გაიმარჯვა სამქულიანების კონკურსში. 2002 წელს დირკ ნოვიცკი გახდა მსოფლიოს ჩემპიონატის უძვირფასესი მოთამაშე.
ეპიზოდები
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი