ერევანში დემონსტრაციები გრძელდება
26 აპრილს სომხეთში გამოსვლები გაგრძელდა. ერევანში იმყოფებიან რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს კორესპონდენტები. მათი თქმით, რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა ე.წ. "ლამბადას ხიდთან", ცენტრიდან ათამდე კილომეტრის მოშორებით. 12 საათისთვის მათ ოპოზიციის ლიდერ, ნიკოლ ფაშინიანთან ერთად რესპუბლიკის მოედნისკენ მსვლელობა დაიწყეს. მსვლელობამდე აქტივისტებმა გადაკეტეს მიმდებარე ქუჩები და მანქანებს გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ერთადერთი, ვისაც ისინი გზას უთმობდნენ, სასწრაფო დახმარების მანქანები იყო. ოთხსაათიანი მსვლელობის შემდეგ აქტივისტები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. აქ განთავსებულია სომხეთის სამთავრობო შენობები, მათ შორის, მთავრობის სასახლე, ერევნის მერია და რამდენიმე სამინისტრო.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"