„პრაღაში გამართული მთელი შეხვედრის ტონალობა იყო იმავე კონტექსტში, რაზეც აბაშიძემ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილთან“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 27 თებერვალს, პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ. რაზე ილაპარაკეს ბიძინა ივანიშვილმა და ზურაბ აბაშიძემ პრაღის მოლაპარაკების მორიგი რაუნდის წინ? მიიღო თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა რაიმე მითითება საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერისაგან? ამ და სხვა შეკითხვებზე რადიო თავისუფლებამ პრაღაში კითხვები ზურაბ აბაშიძესსაც დაუსვა