ივნისის აქციების პროტესტის ფორმები, ფერები, ემოციები
ხვეული თვალები, მუმია, ორიგინალური პლაკატები, მუსიკა, კედლის ნახატები... ივნისის აქციების პროტესტი გამორჩეულია - ფორმებით, ფერებით, ემოციით. აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ პროტესტის განსხვავებული ხერხები საზოგადოებას მუხტის შენარჩუნებაში ეხმარება. ამბობენ, რომ წავიდა ის დრო, როდესაც მხოლოდ ვაშას და ჯოს ჯოს ძახილით ხდებოდა ქვეყანაში ცვლილებები. ძალიან მალე აქცია რუსთაველზე ტრანსფორმაციას კიდევ ერთხელ განიცდის. უახლოეს დღეებში, პარლამენტის წინ სამუშაო სივრცეები შეიქმნება. სხვადასხვა კომპანია პარლამენტის წინ ღია სამუშაო სივრცის მოწყობას გეგმავს, მათ შორის ტურისტული კომპანიები. აქციების მეთხუთმეტე დღეს, 4 ივლისს კი პარლამენტის წინ კონცერტი გაიმართება.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან