ირაკლი ხვადაგიანი: ჩვენზე შეტევა საომარი მოქმედების სცენარს ჰგავდა
„მე სიამოვნებით გავატარებდი ამ დღეებს იზოლატორში და არ მინდა ჩემი გათავისუფლების დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერა იყოს", - ამ სიტყვებით მიმართა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ლევან მურუსიძეს, როდესაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - ცხრადღიანი პატიმრობა - გაასაჩივრა. ირაკლი ხვადაგიანსა და მის ძმას 20 ივნისის აქციის დაშლისას პოლიციელებმა სცემეს. მან მხოლოდ გათავისუფლების შემდეგ მოახერხა ექიმთან გამოკვლევაზე მისვლა - მას თვალის ბუდის მოტეხილობები დაუდგინდა და შესაძლოა ოპერაციაც დასჭირდეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში მისთვის სამედიცინო გამოკვლევა არ ჩაუტარებიათ - სამი დღის განმავლობაში მას მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი მისცეს.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"