კარდიოქირურგი დედამიწის სახურავიდან
კარდიოქირურგი ავთანდილ ცინცაძე მეთერთმეტე ქართველია, რომელმაც დედამიწის უმაღლესი მწვერვალი, ევერესტი დაიპყრო. 55 წლის მთამსვლელს, რომელიც, ამავდროულად საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტია, დედამიწის სახურავად წოდებულ ჯომოლუნგმაზე ასვლის სურვილი არასოდეს გასჩენია. რამდენიმე თვის წინ, მეგობრის ინიციატივას დათანხმდა - ერთად უნდა წასულიყვნენ, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, მეგობარმა ვეღარ შეძლო და ინტერნაციონალურ ჯგუფში მხოლოდ ცინცაძე ჩაეწერა. ექსპედიცია 6 აპრილს დაიწყო და 52 დღე გაგრძელდა. ავთანდილ ცინცაძე ორთვიანი განშორების შემდეგ, უკვე დაუბრუნდა თავის მთავარ საქმეს, ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრში. პარალელურად, ვარჯიშსაც აგრძელებს, ოღონდ ჯერ არ გადაუწყვეტია, კონკრეტულად რომელ რვაათასიან მწვერვალზე შეაჩერებს არჩევანს მომავალი გაზაფხულისთვის.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"