24 წლის აკაკი ჯაფარიძემ 5 სექტემბერს ლაიფციგში ადგილობრივი ძიუდოს კლუბის, JC Leipzig-ის, სახელით იასპარეზა. მისი გუნდი ბავარიის კლუბ TSV Abensberg-ს შეხვდა.
ქართველი ძიუდოისტი ტატამზე 29 წლის გერმანელ ძიუდოისტ ტიმო კაველიუსს დაუპირისპირდა და დამარცხდა. „თუმცა, ბრძოლის დასრულების შემდეგ ჯაფარიძემ ემოციები ვერ შეიკავა და მეტოქეს თავს დაესხა“, - წერს რუსულენოვანი დოიჩე ველე.
გამოცემა Die Welt-ის ინფორმაციით, კი მან კაველიუსს ყბა გაუტეხა და ორი კბილი ჩაუმტვრია.
კაველიუსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იმავე საღამოს ოპერაცია ჩაუტარდა.
„ინციდენტიდან ერთი დღის შემდეგაც კი, ჩვენ, მთელი კლუბი, ჩვენი გუნდები და ხელმძღვანელობა, მომხდარით ღრმად შეძრწუნებული ვართ. ამ ინციდენტის გამოძიებას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აუცილებელი ზომები იქნეს მიღებული“, - განაცხადა JC Leipzig-მა სოციალურ ქსელში.
საქმეს პოლიცია იძიებს. ასევე განიხილება ქართველი ძიუდოისტისთვის შეჯიბრებებში მონაწილეობის ხანგრძლივი, შესაძლოა, სამუდამო აკრძალვის დაწესების საკითხი. ასეთი სანქციის გლობალური მასშტაბით დაწესება მხოლოდ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას შეუძლია.
ჯაფარიძეს ლაიფციგის კლუბის შემადგენლობაში მანამდე ორჯერ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და მსგავსი ინციდენტი მასთან დაკავშირებით არ მომხდარა.
ლაიფციგში გამართული შაბათის შეხვედრა JC Leipzig-ის გამარჯვებით, ანგარიშით 8:6 დასრულდა.
ფორუმი