მადონა, რომელმაც თავის დაწვა სცადა
მადონას არ უნდა თავის მოკვლა. მაგრამ მან მაინც იშოვა ბენზინი, თბილისის მერიასთან მივიდა, გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. მას სურდა ისე ხმამაღლა ეყვირა, რომ მისი ამბავი ფეისბუკზე გულგრილად კი არ „ჩაესქროლათ“, ახალ ამბებს შორის კი არ ჩაკარგულიყო, არამედ დღის მთავარ ამბად ქცეულიყო. ეს უნდა ყოფილიყო უკიდურესი პროტესტი იმ ტკივილის გამო, რა ტკივილით და სირთულეებითაც ცხოვრობენ დღეს საქართველოში ტრანსგენდერი ქალები. და მოხვდა კიდეც ეს ამბავი 1 მაისს საღამოს მედიის მთავარ სათაურებს შორის: „ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა“. მადონას ცეცხლმოკიდებული სხეულის კადრებიც გავრცელდა. მადონა კი საავადმყოფოში მოხვდა მძიმე ხარისხის დამწვრობით, სადაც 17 გრძელი დღე გაატარა. და ამ 17 დღის შემდეგ ის რადიო თავისუფლებას უყვება იმაზე, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი, რას ფიქრობს დღეს, როგორ დარჩა 14 წლის ასაკში ქუჩაში, როგორ ჩაერთო იძულებით სექს-სამუშაოში ჯერ კიდევ არასრულწლოვანი, როგორ უნდა ამ საქმეს შეეშვას, ისწავლოს და უბრალოდ, იყოს ბედნიერი.
ეპიზოდები
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე