მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ხავერდოვანი რევოლუციის 30-ე წლისთავის წინ
დაახლოებით მეოთხედმა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა შაბათს პრაღაში გამართულ დემონსტრაციაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ იყო მიმართული. დემონსტრაცია გაიმართა ხავერდოვანი რევოლუციის 30-ე წლისთავის წინა დღეს. 16 ნოემბრის დემონსტრაცია ბაბიშის წინააღმდეგ მიმართული მეორე მასობრივი საპროტესტო გამოსვლაა. დემონსტრანტთა აზრით, მილიარდერი ანდრეი ბაბიში საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. 64 წლის ბაბიშს ჩეხეთში თაღლითობასა და ინტერესთა კონფლიქტში ედება ბრალი. მის წინააღმდეგ ასევე გამოძიება მიმდინარეობს ევროკავშირში. ის უარყოფს დანაშაულს.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"